“არასწორი ადამიანი ხარ” – წილოსანი როგავაზე თავდასხმას “სამწუხარო ინციდენტს” უწოდებს

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნინო წილოსანი სპეცრაზმელის მხრიდან გურამ როგავაზე თავდასხმას “სამწუხარო ინციდენტს”, დაზარალებულ ჟურნალისტს კი “არასწორ ადამიანს” უწოდებს.
თავდასხმის შესახებ გურამ როგავამ ნინო წილოსანს პარლამენტის შენობაში დაუსვა კითხვები.
“სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა”, – თქვა წილოსანმა.
ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა: “ინციდენტი იყო ეს? დაზუსტება მინდა”. – რაზეც წილოსანი ისევ პასუხობს: “კი, რამდენიმე ადამიანის შეცდომამ, იმ ბევრ პოლიციელებში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები დღეს იდგეთ და რაღაც კითხვებს გვისვამდეთ”.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ გურამ როგავაზე სპეცრაზმელმა 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს იძალადა. ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
ძალადობის შედეგად მას სახის ძვლები და კისრის მალა ჰქონდა მოტეხილი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო. საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი