არასოდეს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარშევა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას“ და „არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა“.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ სა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვების შემდეგ მიმართა საზოგადოებას თავისუფლების მოედანზე გამართული საზეიმო ღონისძიებიდან.
„მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მიმართა ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს: „ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება“. იქვე განაცხადა:
„ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც“.
პაპუაშვილის განცხადებით, „რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ“.
„ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი; გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით, აქ ცოტანი – იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული“, – განაცხადა მან.
პაპუაშვილმა ასევე მივმართა „ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, – გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის“.
„უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა მ ერთიან საქართველოზე ისაუბრა და განაცხადა:
„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.
მ „ღალატში“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.