“არასერიოზულია”; “სერიოზულად მივუდგეთ”; “სანქციები არ არსებობს” – 3 მესიჯბოქსი ამ დროისათვის

აშშ-ს მიერ რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს მმართველი გუნდის წევრი, ამ ეტაპისთვის, სამი სხვადასხვა ტიპის პასუხით ეხმიანებიან, ზოგი გვარწმუნებს, რომ საერთოდ არ არსებობს ასეთი სანქციები, ზოგი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ სიცილად არ ჰყოფნის სანქციები, ზოგი კი ამბობს, რომ ეს სანქციები ძალიან სერიოზულია, რადგან, კანონის მიღების გამო დაწესდა და “ქვეყნის სიყვარულის გამო სჯიან”.
“ოცნების” გენერალური მდივანი, :
არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე და ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ… არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ეს არის არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, რაც ხდება…
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი :
მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს.
“ოცნების” დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი:
“არავითარი სანქციები არ არსებობს, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ?! თქვენ სად ნახეთ, მე არ მინახავს.
დანარჩენი განცხადებები, თითქმის მსგავსი იყო, მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძემ კალაძის ვარიანტი აირჩია და თქვა, რომ სანქციები ცირკია, შესაძლოა, სიტყვა: არასერიოზული, – ვერ დაიმახსოვრა?
როგორც ჩანს, ყველაზე რეალურად სანქციები ლარის კურსმა აღიქვა და დაინახა ქვეყანაში:
ლარის გაუფასურება გრძელდება – როგორია 8 ივნისის კურსი