“არასერიოზულია ასეთი ქცევა” — პაპუაშვილი ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნიუ-იორკში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ს მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. ერთ დღეს თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უბრალოდ არასერიოზულია ასეთი ქცევა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ადმინისტრაციის მხრიდან ამ ქცევით ვიხილეთ“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებები საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის პირდაპირი ინდიკატორია.
„იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ასეთი ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი არ ერიდება, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
· ბაიდენი 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
· ინფორმაცია კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე თავდაპირველად “ამერიკის ხმამ” გაავრცელა.
· „ამერიკის ხმა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
· “ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!