“არასდროს არავის არ დაავიწყდებით, არც კარმას არ დაავიწყდებით, თქვე უსისხლოებო” – იაკობ ჯანგავაძე –

არის რაღაცეები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავ და არასდროს დაგივიწყებენ, შეიძლება იმ მოძალადე ზონდერების სახელები ზეპირად არ გახსოვდეს, შეიძლება ყველა მოძალადე პოლიციელი ვერ დაიმახსოვრო, ამას ინტერნეტიც იზამს, მაგრამ ირაკლი დგებუაძე არასდროს არავის არ დაავიწყდება. ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც სილაჩრის და არაკაცობის განსხეულობა, რომელმაც ერთი სილისთვის ქალი ჯერ შიმშილობით ლამის სიკვდილამდე მიიყვანა და შემდეგ, წლობით უპირებს ციხეში გამოკეტვას, არასდროს არავის არ დაავიწყდება, როგორ დააჭერინა მარიამ ლაშხმა 19 წლის სტუდენტი გოგონები. არასდროს არავის არ დაავიწყდებით. არც კარმას არ დაავიწყდებით, თქვე უსისხლოებო.