არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ

არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ
მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებს, ბოლო პერიოდში პერმანენტული გახდა. იმიტომ, რომ პარაზიტ “NGO”-ებს სხვა საშუალება რადიკალებთან სპარინგ-პარტნიორობისა აღარ აქვთ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. ქადაგიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ.
“სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”-შალვა პაპუაშვილი მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებს, ბოლო პერიოდში პერმანენტული გახდა. იმიტომ, რომ პარაზიტ “NGO”-ებს სხვა საშუალება რადიკალებთან სპარინგ-პარტნიორობისა აღარ აქვთ. • კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგებოდნენ…
ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას ლამობდნენ… • არჩევნების პარალელურ დათვლას აყალბებდნენ…
ანტისამთავრობო აქციებს მართავდნენ… ჰო და ამ ყველაფრიდან არაფერი გამოუვიდათ და ახლა, სასამართლოს დისკრედიტაცია დარჩათ, რომელსაც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ“, – წერს ქადაგიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს