არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები თუ შეექმნებათ, ამას აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოზე

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიტიკულ მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც ვეყრდნობით, მუშაობის პროცესში პრობლემები თუ შეექმნებათ, მაშინ ეს არის ის, რასაც აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს, – ამის შესახებ ტრეფიკინგის საკითხებში -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სინდი დაიერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ, შესაძლოა, მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში, მაგრამ ამ კანონის შედეგებს მომავალ წლამდე ვერ ნახავენ.
„საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით მას. ზოგჯერ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება, შეშფოთებული ვიყოთ, მაგრამ ამ კანონის ზემოქმედებას ან ამ კანონის შედეგებს მომავალ წლამდე ვერ ვნახავთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ კრიტიკულ მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც ჩვენ ვეყრდნობით, შეექმნებათ მუშაობის პროცესში პრობლემები, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს“, – განაცხადა სინდი დაიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე