არასამთავრობო ორგანიზაციები არა საზოგადოების წინაშე, არამედ, მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი, ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები არა საზოგადოების წინაშე, არამედ, მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი, ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან
„როცა ადამიანი პოლიტიკაში შედგამს ფეხს, სულ ცოტა, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის აღების მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი არა საზოგადოების წინაშე, არამედ, მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი, ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა მ განაცხადა ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის გაერთიანებაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დიდია დემოკრატიულ წყობილებაში, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ეს არასამთავრობოები თავიანთ როლს სწორად იყენებენ და ფუნქციონირებენ და არა მაშინ, როცა პოლიტიკაში ყოფნას ცდილობენ, როგორც ეს საქართველოში მოქმედი „ენჯეოების“ ნაწილის შემთხვევაში ხდება.
„კვლევებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საზოგადოებაში „ენჯეოების“ რეიტინგი ბოლო წლებში კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, მათ რეპუტაცია არ აქვთ და ამ სავალალო შედეგის მიღება ე.წ. პრივილეგირებულმა არასამთავრობოებმა მოახერხეს.
რეალურად, ყველა ვთანხმდებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დიდია დემოკრატიულ წყობილებაში, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ეს არასამთავრობოები თავიანთ როლს სწორად იყენებენ და ფუნქციონირებენ. ჩვენ კი ვნახეთ პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვდნენ ტექნიკურ მთავრობას და რევოლუციას, რომელთაც საზოგადოებაში ზიზღიც კი გამოიწვიეს და ახლა ღიად ამბობენ, რომ პოლიტიკაში შედიან. და როდის იყვნენ ისინი პოლიტიკიდან დისტანცირებულები? არც არასდროს.“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს