არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება.
მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ