არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების ფაქტს მედიასთან ეხმიანება.
“არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით ისინი იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, ამისთვის არაა საჭირო პიროტექნიკა, წიწაკის სპრეი და მოლოტოვის კოქტეილი” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ენჯეოები საზოგადოებას მოძალადე ორგანიზაციებად ევლინებიან და ისინი საზოგადოებისთვის უკვე გამჭვირვალე არიან. მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა პატრონებმა აღიარეს, რომ სწორედ ენჯეოების დახმარებით აწყობდნენ რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყნებში და ცდილობდნენ მათთვის არასასურველი ხელისუფლებების შეცვლას.
“მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას მოძალადე ორგანიზაციებად ევლინებიან. მათი თქმით ისინი იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ამისთვის არაა საჭირო პიროტექნიკა, წიწაკის სპრეი და მოლოტოვის კოქტეილი. ისინი არიან დაქირავებული გარე დაფინანსებით იმისათვის, რომ ქვეყანაში მოაწყონ შიდა დაპირისპირება და ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას შეუწყონ ხელი. ვხედავთ, რომ ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] უკვე გამჭვირვალე არიან საზოგადოებისთვის
და მათ პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ ასეთი არასამთავრობოების ხელით. ამიტომ, ხელისუფლება უნდა იყოს მკაცრი მითუმეტეს, როცა ისინი [არასამთავრობოები] ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას,”- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა