არასამთავრობოები მისიის გამოსაგზავნად მიმართავენ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) დირექტორს

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართეს.
მოითხოვენ, რომ მან გამოიყენოს მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. ამის შესახებ მათ განაცხადეს დღეს, 22 დეკემბერს ერთობლივ ბრიფინგზე.
საქმე ეხება საქართველოში გასულ წელს მიმდინარე დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს, რომლის თაობაზეც BBC-მ ფილმიც მოამზადა.
“ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები – სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. რაც მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან/და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს”, – წაიკითხა ერთობლივი მიმართვის ტექსტი ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ს ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“. ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს.
გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ “სუსის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა “დასკვნამ” პასუხების ნაცვლად შეკითხვები და ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი”.
მათი თქმით, სუსმა დაადასტურა, რომ -ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს.
“შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება -მ 6 სხვა შემთხვევაში? გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა”.
“ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება”, – აცხადებენ შემდეგი არასამთავროებო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
· საფარი
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული
· ცენტრი (GCRT)
· დემოკრატიის მცველები
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი
· საქართველოს მომავლის აკადემია
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მანამდე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში, – რაც მოჰყვა BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში აქციების, სავარაუდოდ, „კამიტით“ დაშლაზე, – მოითხოვა განახლებული ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
ფორუმი