არასამთავრობოების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“; „თავისუფლება პოლიტპატიმრებს საქართველოში“, – წერია საპროტესტო ბანერებზე.
სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე; „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წევრი, გიორგი ბურჯანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრი, გიორგი ონიანი და „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა, თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა სუნთქვის პრობლემები – მოვითხოვე ანალიზის აღება, მაგრამ უარით გამომისტუმრეს