არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 217 ლარია – კვლევა

TBC CAPITAL-ის კვლევის თანახმად, არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 217 ლარია.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის აპრილში, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, ბანკის არხებით, წლიურად 4%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 98 ლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში, ბანკის არხებით, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის ზომამ 2017 ლარი შეადგინა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }