პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე:
,,საქართველის ფეხბურთის ფედერაცია და მწვრთნელი არის დამნაშავე იმაში, რომ არ იცოდნენ, ესპანეთთან მიღებული ყვითელი ან წითელი ბარათი გადადიოდა თუ არა ევროპა ლიგის თამაშებზეც. ის, რაც დაემართა ხვიჩა კვარაცხელიას, შეიძლება დამართნოდა სხვებსაც. მან გაფრთხილება მიიღო არა სათამაშო სიტუაციაში, არამედ კამათისათვის. თამაშის წინ რომ სცოდნოდა მოსალოდნელი შედეგი, ეს არ მოხდებოდა.
რაც შეეხება ლუქსემბურგის ნაკრებს, არის ძლიერი გუნდი, ორჯერ მეტი ქულა დააგროვა გუშინ დამთავრებულ შესარჩევ ციკლში ვიდრე საქართველომ და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებთა ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლის შანსებს. ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მისი დამარცხება თუნდაც თბილისში იქნება ძალიან ძნელი.
არაპროფესიონალიზმი, ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონები და ორღობის დონის შიდა ჩემპიონატი-ესაა დღევანდელი ქართული ფეხბურთი და ლეგიონერების წყალობით ძლივს მიღწეული შანსები შეიძლება წყალში ჩაიყაროს.”
