არანაკლებ მშვენიერი და ნიჭიერი: ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის უფროსი და და რას საქმიანობს ის – Marao

ხატია ბუნიათიშვილის სახელი უკვე არაერთი წელია, რაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც კარგად იციან. მას იცნობენ, როგორც ნიჭიერ პიანისტს, ვირტუოზ შემსრულებელსა და ამ სფეროს გამორჩეულ ახალგაზრდას.
ხატიამ 6 წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალური კარიერა. 1999 წლიდან მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმი, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა,თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
ოჯახს პი­ა­ნის­ტის კა­რი­ე­რა­ში დიდი წვლი­ლი მიუძღვის. დაკ­ვრა ხა­ტი­ას დე­დამ, ნა­ტა­ლია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა ას­წავ­ლა და რო­გორც ხა­ტია ამ­ბობდა, “დე­დის ენერ­გი­ას და “ზურგს” ყო­ველ­თვის გრძნობს”.
მისი და – გვან­ცა ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ასე­ვე პი­ა­ნის­ტია და ცნო­ბი­ლი დის პრო­დი­უ­სე­რი. გვან­ცა მუ­დამ თან ახ­ლავს ხა­ტი­ას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში კონ­ცერ­ტე­ბის დროს. დღეს სწორედ გვანცას შესახებ მოგიყვებით.
“მხო­ლოდ მას­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა – ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ და უსი­ტყვოდ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის” – ასე ახასიათებდა დას, გვანცა ბუნიათიშვილს ცნობილი პიანისტი. გვანცა წარმატებული დის მართაც დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. გარდა ამ ურთიერთობისა, ის ხატიას პროდიუსერის ამპლუასაც ითავსებს და მისი კარიერის განვითარებისთვის ზრუნავს.
“დედის, მოყვარული პიანისტის ინიციატივით, ორმა დამ პიანინო ბავშვობაში თბილისში აღმოაჩინეს” – ვკითხულობთ გვანცას დოსიეში.
გვანცა ბუნიათიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო მუსიკალური კონსერვატორია თენგიზ ამირეჯიბის კლასში. მან მცირე ასაკიდან დაიწყო სცენაზე გამოსვლა როგორც მარტომ, ისე უმცროს დასთან, ხატიასთან ერთად. სწორედ ხატიასთან ერთად მიიღო მან მონაწილეობა 2001 წელს პარიზში SOS Talents-ის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტში, შემდეგ კი შანზ-ელიზეის თეატრში სტეფან ბერნის მიერ გამართულ საღამოზე.
2017 წლის 13 იანვარს კანის ორკესტრთან ერთად დაბრუნდა მოცარტის მე-10 საფორტეპიანო კონცერტის დასაკრავად, მისი დის ხატიას თანხლებით, რომელთ ერთადაც 1993 წლიდან უკრავს.2019 წლის ივლისში იგი დასთან ხატიასთან ერთად მიიწვიეს შოუში Le Grand Échiquier by Anne-Sophie Lapix on France 24.5. იგი გამოდიოდა ბევრ პრესტიჟულ ევროპულ დარბაზში საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, იტალიაში და ა.შ.
გვანცა საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს და არც სოციალურ ქსელში წერს. მის გვერდზე ყველაზე ხშირად დის, ხატია ბუნიათიშვილის კარიერული წარმატებისა და თუ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველ კადრებს შეხვდებით.