არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველო-დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს – თბილისის მერი

თბილისის მერის , ამტკიცებს, რომ არანაირი საბაბი არ არსებობს საქართველოს--სა და საქართველოს-დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს.
აშშ-ის სენატში დაგეგმილია განხილვები, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება. დედაქალაქის მერს დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს“, – აცხადებს კახა კალაძეს.

კალაძე ცრუს უწოდებს პარტნიორების განცხადებებს იმაზე, რომ საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავ ყველაფერს – თეთრსაც და შავსაც, მოყვარესაც და მტერსაც. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ქვეყანაში მივიღოთ ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის ში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა მ და EU-ის სხვა ლიდერებმა ღიად თქვეს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.