არანაირი მოლოდინი და, დიდად, არც ინტერესი არ მაქვს, რომ რადიკალმა ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული დღის წესრიგით იმუშაოს სამუშაო ჯგუფებში – გურამ მაჭარაშვილი

ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე 9 დღე რჩება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მანამდე კი თბილისში ისევ დისკუსიის საგანია, ვინ შეუერთდება ცხრა დათქმის შესრულების პროცესს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს, პარლამენტში, ერთი წლის განმავლობაში, დესტრუქციის გარდა, არაფერი უკეთებია.
“არც არანაირი მოლოდინი არ მაქვს და დიდად, არც ინტერესი არ მაქვს, რომ რადიკალმა ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული დღის წესრიგით იმუშაოს სამუშაო ჯგუფებში. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ერთი წლის განმავლობაში, დესტრუქციის გარდა, მართ არაფერი არ გაუკეთებიათ საქართველოს პარლამენტში. მაგრამ, საბედნიეროდ, ევროპელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ოპოზიცია არა მხოლოდ ზარმაცობს, არამედ საბოტაჟით არის დაკავებული. ამიტომ, ახლა ტყუილად ნუ წამოწევენ ხოლმე ამ თემას. თუ არ მონაწილეობენ, მარტივად თქვან, რომ არ ვმონაწილეობთ და დაამთავრონ ეს თემა,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს