“არანაირი “მაგრამ” არ არსებობს” – იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

“ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობა, თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და მუშაობაში ხელის შეშლა მიუღებელია. არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს.

მედიის წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს თავისუფლად და მიაწოდოს ინფორმაცია მაყურებელს.

მაკას ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. “პირველ არხზე” ერთად ვმუშაობდით, მისი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები.

მაკაზე და მის ოპერატორზე თავდასხმის გარდა,ა ნალოგოურად ვგმობ ყველა მსგავს შემთხვევას.

უმძიმესი ვიდეოა! მაკა, მიიღე ჩემი სოლიდარობა”

ასე გამოეხმაურა იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რობოკოპების მიერ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული

როგორ შეიძლება არ აღფრთოვანდე დღევანდელი ხელისუფლებით, რომელმაც დიდი ხნით ადრე ამხილა ვენეციის კომისია უსარგებლო, ფულის საეჭვო მფლანგველ ორგანიზაციად, რასაც დღეს ტრამპმა და რუბიომ წერტილი დაუსვეს

ვენეციის კომისია ხშირად სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც საქართველოს ჩარჩოებში ჩასმას ემსახურებოდა – აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას