არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი – სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას

არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი – სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას
ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა – არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ მას, როგორც ჩხუბის წამომწყების.
„ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა – არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი. არცაა გასაკვირი. თავის დროზე მოღალატე გიორგი გახარიამ ს სასარგებლოდ მმართველ გუნდს უღალატა და ყველანაირად იქცა ნაცრადიკალად.
გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას!“ – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი