არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა – კანადა თანახმაა უკრაინამ კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

კანადის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ს თავისუფლად შეუძლია კანადის მიერ გადაცემული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის ს ტერიტორიაზე გამოყენება.
კანადამ უკრაინას რვა Leopard 2A4 ტიპის ტანკი, რამდენიმე ასეულობით ჯავშანტექნიკა და ასევე M-777 ტიპის ჰაუბიცები გადასცა.
“უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ. კანადას არ აქვს არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა იმ სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ”. – თქვა კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ზუსტად ცნობილი არ არის, ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს კანადური იარაღი მაშინ, როდესაც ისინი კურსკის ოლქში შევიდნენ, თუმცა, CNN-ის მიერ ხუთშაბათს უკრაინის საზღვარზე გადაღებულ კადრებზე ჩანს სავარაუდოდ კანადური წარმოების Senator ტიპის საპატრულო მანქანა, რომელიც კვეთს საზღვარს რუსეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს