დროას მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს დავით ხიდაშელს მასთან შეხვედრაზე “არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული და მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გაუჟღერებია”.
ცოტა ხნის წინ პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.