არანაირი ანდერძი არ არსებობს – პროტოპრესვიტერი ზვიადაძე

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ აწ გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანდერძი არ დაუტოვებია. ზვიადაძის თქმით, ანდერძის საჭიროება არ არსებობდა, რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).“შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ეს ჩემთვის არის ცნობილი, არანაირი ანდერძი, ბუნებრივია, არ არსებობს და ვერ იარსებებს, რადგან პატრიარქმა – მთელ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ავტორირეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში, თავად გამოეცხადებინა – წერილობითაც და სიტყვიერადაც – რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.[…] სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა [ანდერძის არსებობის შესახებ] – წმინდა სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდა. ანდერძი, ბუნებრივია, არ არსებობს. ამის საჭორება არ იყო, საერთოდ”, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.