არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ — გახარია

„ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“, — ასე უპასუხა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ კითხვას, შევა თუ არა პარლამენტში.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახარიამ ჩამოთვალა საარჩევნო მანიპულაციების და გაყალბების სქემები, რომლებსაც, მისი თქმით, სისტემური ხასიათი ჰქონდა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ, გაყალბების რომელ სქემებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ მიზნით ვთანამშრომლობთ სადამკვირვებლო მისიებთან და დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დავადასტუროთ ისეთი საარჩევნო სქემების სისტემური ხასიათი, როგორიცაა:
· საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით;
· სისტემური ზეწოლა საჯაროო მოხელეებზე და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე;
· სისტემური მოსყიდვა, ფულის დარიგება;
· პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით.
საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს, რომ ამ ყველაზე მძიმე მანიპულაციის სქემებზე ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ მივმართოთ პროკურატურას“, — განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძიმე დარღვევა — პირადობის მოწმობებით მანიპულირება შეუძლებელი იქნებოდა სუსის, სა და იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის გარეშე.
„ეს არის ის ძირითადი და წინა ხაზი, სადაც მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს ევროპული მომავლისა და ს გადარჩენისთვის და აქ ვიბრძვით 24 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან“, — დასძინა გიორგი გახარიამ.
დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე აქცია დააანონსა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% მიიღო. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ