არალეგიტიმურმა პარლამენტმა მედიის შემზღუდველ კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა

ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა მედიის შემზღუდველ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მომხრე 83 არალეგიტიმური დეპუტატი იყო, წინააღმდეგი – 1.
ცვლილებების თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.
გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
კანონში ცვლილებები ასევე შეეხება ონლაინ მედიასაც.