არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა

არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა
არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაზარაძე წერს, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
„ივანიშვილი და მისი რუსული, თვითგამოცხადებული მთავრობა რჩება სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან მაშინ, როცა ქართველ ხალხს და მის სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი , ევროპელი ლიდერები ღია მხარდაჭერას უცხადებენ!
ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს – მოღალატე ივანიშვილსაც და გმირ ქართველ ხალხსაც, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე – გამარჯვებამდე!“ – წერს ხაზარაძე.