“არალეგიტიმური, უსაფუძვლო, უსამართლოა” – წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტარების მოთხოვნას, დასანქცირდნენ , ირაკლი , , და , “ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი “არალეგიტიმურს და უსამართლოს” უწოდებს.
“სანქციებთან დაკავშირებით ეს არ არის პირველი რეზოლუცია, რომელიც გვინახავს. სანქციების მოთხოვნა არის არალეგიტიმური, უსაფუძვლო, უსამართლო, ამიტომ უსამართლო მოთხოვნის სუბიექტი ერთი ადამიანი იქნება, თუ სხვები დაემატებიან არ ცვლის მოცემულობას, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისევ ითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, რაც მიგვანიშნებს, ვინ იხდის ამ რეზოლუციებში ფულს”, – ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას თბილისის დროით 15:00 საათზე დაამტკიცებს. დოკუმენტით ევროპელი პოლიტიკოსები “ოცნების” ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას, ს არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება, ფაქტობრივად, წაერთვა – სააპელაციომ, საზღვრის კვეთის საქმეზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა