არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტმა 49 ოპოზიციონერის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან 49 ოპოზიციონერის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრების მანდატების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

საკითხი კომიტეტის შემდეგ პლენარულ სხდომას გადაეცემა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, შესაბამისად, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს.
მათი სია:
მარიკა არევაძე, , თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, , სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, , თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, , , მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, , ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, , ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, , ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, , , ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.