არავის უნდა ჰქონდეს უფლება, NGO-ების უცხოური დაფინანსებით, ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ, ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, ამას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება

არავის უნდა ჰქონდეს უფლება, NGO-ების უცხოური დაფინანსებით, ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ, ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, ამას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება
ყველაფერი დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, შეგვიძლია, თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, საუკეთესო საშუალება არის ამერიკული ფარას კანონის პირდაპირ კოპირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ენჯეოების უცხოური დაფინანსებით ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ.
„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა უკვე ღიად ალაპარაკდა -ის ახალი ხელისუფლება – არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში რევოლუციების, არეულობის მოსაწყობად და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალება არის ამერიკული ფარას კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის დისკუსიების საგანი. შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ძალიან ბევრი NGO, მათ შორის ყველაზე მდიდარი NGO-ები თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი.
მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა, ჩვენი ეროვნული ამოცანა არის სუვერენიტეტის დაცვა და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ NGO-ების უცხოური დაფინანსებით ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ამას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა