“არავის მობილიზება შეუძლია პატიმრების გარდა” – ზელენსკი

“პუტინი ცდილობს, “კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, მ რუსეთზე, მის მმართველზე საუბრისას.
“მას მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე, მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არავის მობილიზება არ შეუძლია პატიმრების გარდა. მას მუდმივი საპასუხო ქმედებები სჭირდება, რომლებსაც მისი საზოგადოების მობილიზება შეუძლიათ უკრაინის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.