„არავის ეშინია სანქციების, რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით?“ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების არ ეშინიათ, რადგან ისინი საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.
„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა მ.