არავის დავაჩაგვრინებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის – მამუკა ხაზარაძე

იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროტესტი ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთად გაფორმდეს.
„ეს პროტესტი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაფორმდეს რუსეთად. ეს არ გამოუვა ბიძინას! ვიქნებით იქ, სადაც პროტესტია. არავის დავაჩაგვრინებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის“,- განაცხადა ხაზარაძემ.