არავის არ უთქვამს მემგონი, რომ ხელისუფლებამ საერთოდ არაფერი არ გააკეთა, ხელისუფლებამ არ გააკეთა არაფერი მნიშვნელოვანი – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ევროპული საბჭოს დასკვნასა და გაჟღერებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც – მხარეები თანხმდებიან, რომ 14-15 დეკემბრის ისტორიულ სამიტზე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა განსხვავებულია მოსაზრებები ვისი დამსახურებაა საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.
“დასკვნაში რომ ჩაწერილიყო, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულიყო, არც პოზიტიური გადაწყვეტილების შანსი არ იქნებოდა. ამიტომ, გადაწყდა, რომ ასეთი პოლიტიკური შეფასება გაკეთდეს. ქართველი ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში, არ დაესვა საკუთარი ევროპული მომავალი, გეოპოლიტიკური ვითარება რომ არ იყოს ის, რაც დღეს არის, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით კანდიდატის სტატუსის გარეშე. რაც შეეხება პოლარიზაციას, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დარჩეს პოლარიზების გზაზე,“ – აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი .
“გირჩს” მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ არათუ არაფერი არ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არამედ არ გააკეთა არაფერი მნიშვნელოვანი.
„არავის არ უთქვამს, მე მგონი, რომ ხელისუფლებამ საერთოდ არაფერი არ გააკეთა, ხელისუფლებამ არ გააკეთა არაფერი მნიშვნელოვანი, თორემ ბევრი სხვადასხვა პუნქტი შეასრულა, რომელიც სრულიად უმნიშვნელო იყო, ჩემი აზრით არც უნდა ყოფილიყო იქ.
კონსტრუქციული თანამშრომლობა ეხება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ რიგში. საბოლოო ჯამში, ეს არის ცალკეული პარტიების მიმართ გზავნილი,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას