“არავის არავისთვის არაფერი არ გადაუცია” – ლევან დავითაშვილი, ანაკლიის პორტის პროექტზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიას პასუხობს

“შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, პროცესი არ დასრულებულა და არავის არავისთვის არაფერი არ გადაუცია”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი -ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო, რომ ანაკლიის პორტის პროექტი იმ ჩინურ კონსორციუმს გადაეცა, რომლის შვილობილი კომპანიები აშშ-ს სანქცირებული ჰყავს.
დავითაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა რომ საკითხზე ინფორმაცია აშშ-ის ელჩს გასულ წელსაც და ახლაც მიაწოდეს, მაგრამ არაზუსტი განცხადებები მაინც კეთდებოდა. როგორც დავითაშვილი ამბობს, ის რომ ელჩს ინფორმაცია მიაწოდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია.
მიუხედავად ყველაფრისა დავითაშვილი ამტკიცებს რომ ანაკლიის პორტის პროექტი დინამიურად და პოზიტიურად წინ მიდის და ძალიან დიდი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, გადამეტებულია.
“საფრთხეებზე და პოტენციურ საფრთხეებზე საუბარი რომელიც ამ განცხადებებშია აზრს მოკლებულია. ეს განცხადებები ისე კეთდება, რომ საკმარისი ინფორმაცია არ არის მოძიებული. საელჩოსთან გვქონდა საუბარი და საელჩოს გააჩნია სრული ინფორმაცია, რომ აქ არანაირ საფრთხეზე არ შეიძლება საუბარი, პირიქით ეს არის ინტერესები.