არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი – მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე:
მიხეილ ყაველაშვილი სუსის მიერ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაკავებებს ეხმაურება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორუფციის აღმოფხვრა ქვეყანაში მეტი დოვლათის შექმნას დაეხმარება და თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
„სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენი ამბიციაა, მოვხვდეთ მსოფლიოს ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები და ეს იმის მაგალითია, რომ არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი.
მისასალმებელია, რომ რომელიღაც ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს, გამოავლინა კორუფციის წყარო და ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი. იმასთან ერთად, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური გარემო შევინარჩუნეთ იმ ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება ომების თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს ასახული თითოეულ მოქალაქეზე.
თავისთავად, როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება და როდესაც კორუფციის ნიშნებს აღმოვფხვრით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელფასები, პენსიები გაიზრდება და უფრო მეტი დოვლათი შეიქმნა საქართველოში. სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სუს-მა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად