“არავინ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას” – ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.
„ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება“, – ამბობს პოლიტიკოსი.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დესტრუქციული და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ მანიფესტაციები მუდმივი იქნება.
“მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის ერთადერთი სწორი პასუხი იმ უმსგავსობაზე, რომელსაც „ოცნების“ მხრიდან აქვს ადგილი. პარალელურად, აუცილებელია, იმ ოთხმა კოალიციურმა ცენტრმა, რომელმაც მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, შექმნას ერთობლივი ფორმატი, რაც იქნება ალტერნატივა იმ თავყრილობის, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტში“, – განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხივე კოალიციური ცენტრის პოზიცია რჩება უცვლელი და ისინი არ აპირებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
„არავინ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკოსები მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც დღეს იმართება. როგორც ცნობილია, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ გაყალბდა და ამიტომ არ აპირებენ, პარლამენტში შესვლას.
პრეზიდენტ ს შეფასებითაც, არჩევნები გაყალბდა. მისივე თქმით, პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის