“არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის არ არსებობს” – მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

“არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის ობიექტურად არ არსებობს,”- ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესაფასებლად გააკეთა.
“პირდაპირ გეუბნებით – არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის ობიექტურად არ არსებობს. რასაკვირველია, ასეთი ფორმით კომუნიკაცია არ არის კარგი. არასწორად არავინ მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, ინფორმაცია მიაწოდეთ სწორად – რა მოხდა, როგორ მოხდა და საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნები. არ არის აუცილებელი თქვენი წინასწარ გამზადებული დასკვნები და მერე იმაზე კომენტარების კეთება,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მის რეპლიკას ანა წითლიძის მხრიდან მოჰყვა რეაქცია – ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.
ინციდენტი პარლამენტში იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. დეპუტატმა თქვა, რომ მინისტრი სიცრუეს ამბობდა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში