არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, -ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს, რაზეც მაჭავარიანი აცხადებს, რომ არაერთხელ უნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ფარას“ დოკუმენტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ევროპარლამენტმა, უკვე მგონი რიგით მე-7 რეზოლუცია მიიღო, ჩვენი მოქალაქეები უკვე ყურადღებას არ აქცევენ. ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტულად იმ ლობისტური კომპანიიდან, ვისთანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს ყველაფერი „ფარათი“ დასტურდება“-განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კრამიტდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას “კამიტი” არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, “არაბიზაციის” ანდა “ჩელიაბინსკიზაციის” თემაზე გადაერთოს

გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან – გამოდის, რომ “ბიბისი” ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში