არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა – ის, რასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს

არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა – ის, რასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს
არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა – ის, რასასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, -ის ახალ ადმინისტრაციასთან აქვთ კომუნიკაცია და იციან მათი მოლოდინები, რომ საჭიროა, ის, რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, ეს გამოსწორდეს.
„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ქვეყანასთან გაიფუჭა ურთიერთობა, თავისთავად ვგულისხმობ საქართველოს.
აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ გაიფუჭა ურთიერთობა თავისივე ქმედებებით, რადგან ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას და გართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში; იმისთვის, რომ აფინანსებდა მოძალადე ჯგუფებს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმას. პირდაპირ აფინანსებდა იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას; იმ ჯგუფებს, რომლებიც ყალბ იდეოლოგიას ავრცელებდნენ საქართველოში და ნახეთ, შეიცვალა ადმინისტრაცია, სადმე ნახეთ რომელიმე „ენჯეო“ – ხომ ამბობენ, რომ ისინი ხალხის ინტერესებით არიან და ქართული „ენჯეოები“ არიან, სად არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც აქამდე ლგპტ პროპაგანდით იყვნენ დაკავებული? რატომ ხმას არ იღებენ? იმიტომ, რომ ეწინააღმდეგებიან თავისი დამფინანსებლის ინტერესებს და ამიტომაც გაჩუმდნენ, საბოლოო ჯამში.
ამიტომ, ეს ურთიერთობები გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ იმ ხალხთან, რომელიც ყველაზე ძლიერად დაუდგა გვერდით ამერიკელ ხალხს ბრძოლაში – აბსოლუტური რიცხოვნობით ჩვენ ვიყავით მე-4 ქვეყანა ავღანეთში და ვიბრძოდით წინა ხაზზე. ბალტიელი ზოგიერთი ქვეყანა ახლა რომ ჭკუას გვასწავლის და თითქოს, ომისკენ რომ იწევენ, 50 კაცით რომ იყვნენ წარმოდგენილი შტაბებში, ქართული ჯარი 1000-1500-კაციანი კონტინგენტით იყო ავღანეთში. აი, ასეთ ხალხს ბაიდენის ადმინისტრაციამ შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ, ცარიელი ქაღალდი იყო. არაფერი სრულდებოდა ის, რაც შიგ ჩადებული იყო. ცარიელ ქაღალდად იყო ქცეული წინა ადმინისტრაციის ხელში.
ამიტომ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე გვაქვს კომუნიკაცია და მათ იციან ჩვენი მოლოდინები, რომ საჭიროა, ის, რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, ეს გამოსწორდეს და ჩვენ ამისთვის ვართ მზად ჩვენი მხრიდან. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა – ის, რასასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.