არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში – პრემიერი გოდოლაძეზე

არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი , მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას, რომ დასკვნის შედეგად მყარდება აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ს ტრაგედიის თავიდან აცილება.
„მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან გაავრცელა იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა ამაში შევიდე, არ მინდა ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი გავაკეთო,” – განაცხადა მ.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან, ერთად გამართა.
„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით, რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ პროცესებმა, კლდის დაშლამ ინტენსიური სახე მიიღო უკვე თბილისის დროით, 13:00 საათზე. ჩამოშლილმა მასამ დაახლოებით 12 კმ გაიარა, საუბარია 3 მილიონ კუბ მასაზე. დიდი მასაა ხეობაში ჩამოტანილი, დაწყებული კლდის ნამსხვრევებიდან, ლოდები დაახლოებით 200 ტონაა. უზარმაზარ ქვებზე და ლოდებზეა საუბარი, რომელიც ჩამოიტანა მდინარემ შოვის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოტანის აგენტად გვევლინება წყალი, ეს საკმარისი წყალი იყო იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობა ყოფილიყო ამ დიდი მასის ტრანსპორტირებისთვის მდინარის ხეობაში. ზუსტად ტრანსპორტირების დროს არის შეგროვებული 3 მლნ კუბი, რაც ვიხილეთ შოვის ტერიტორიაზე“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
მისი თქმით, რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ადამიანების ევაკუაცია აუცილებლად შეიძლებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
ცნობისთვის, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, -ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა. განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები.
გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.
როგორც დღეს პრემიერმა კობახიძემ თქვა, ტრაგედიის ადგილზე, შოვში, ტაძარი აშენდება.
პრემიერ-მინისტრ კობახიძეს აქვს ინიციატივა, დაორგანიზდეს შეხვედრა, რომელზეც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, უპირველესად, ჭირისუფლებს, ეცნობებათ ყველა დეტალი გამოძიების შესახებ.
რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება?