არაერთი მსახიობი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა კანვასის ტრენინგებს და ახლა, როგორც ჩანს, მათი სცენაზე გამოსვლის ჯერი მოვიდა – ბოჟაძე

ალბათ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ გარედან დაკვეთა და დაფინანსება ექნებათ. თუმცა, ტრამპმა შეწყვიტა ყველა საგარეო დაფინანსება და ეს რა თქმა უნდა შეეხება საქართველოშიც სამოქალაქო და მედიის იმ ნაწილსაც, ვინც პირდაპირ და ღიად იყო ჩართული რადიკალურ პროცესებში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ოპოზიცია ემზადებოდა არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის. მათ ვერავინ დაარწმუნეს, რომ თითქოს გაყალბდა. შემდეგ იყო 28 ნოემბრის პრემიერის განცხადება, აქაც თითქოს ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების მიზეზით განაახლეს აქციები და მიჰყვებიან „მაიდანის“ სცენარს.
არაერთი მსახიობი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა კანვასის ტრენინგებს და ახლა, როგორც ჩანს მათი სცენაზე გამოსვლის ჯერი მოვიდა. პერფორმანსი თბილისში იქნება თუ რეგიონებში, ამ გეგმის ნაწილია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვის სახელსა და ვის პროფესიასაც არ უნდა ამოეფაროს რადიკალური ოპოზიცია, სწორედ ისინი აფინანსებენ და აორგანიზებენ იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს