„არაერთი ბიზნესი ვნახეთ კანცელარიაში, რომლებიც შესაძლოა ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მოწონებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, არცერთს არ მოსწონს“- ივა ჭყონია

„არაერთი ბიზნესი ვნახეთ კანცელარიაში, რომლებიც შესაძლოა ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მოწონებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, არცერთს არ მოსწონს“- ივა ჭყონია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან” დაკავშირებით ბიზნესმენებმა და ასოციაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, ნაწილმა შეხვედრაც კი გამართა ირაკლი სთან, რა ვითარებაა ახლა და რას ცვლის კანონის მიღება ქვეყნისთვის რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ ისაუბრა. მისი თქმით ყველაზე ნიშანდობლივი არის ის, რომ საქართველოს არც ერთი პარტნიორი არ ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანას ევროკავშირს დააახლოებს, ან ქვეყანაში დემოკრატიას მოიტანს.
„მიმართვის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი, რამდენიმე კვირის წინ ღია წერილით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს მოვლენები დიდ დაღს დაასვამს ხელისუფლებას და დაგვაშორებს ჩვენ ევროპულ მომავალს. ყველაზე ნიშანდობლივი არის ის, რომ არ არსებობს არც ერთი ჩვენი პარტნიორი, რომელიც გაამართლებს ამ კანონპროექტს და იტყვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიას მოიტანს და დაგვაახლოებს ევროკავშირს.
საკმაოდ საფრთხის შემცველია ეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დიდი ზარ-ზეიმით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც ნამდვილად ქართველი ხალხის მონაპოვარია.
9 აპრილის შემდეგ, როდესაც ჩვენ ს ფედერაციას დავუპირისპირდით თავისუფლებისთვის, ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენ მოგვიწევდა ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ნანატრი ევროპული მომავალი“ – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ბიზნესში არსებული მდგომარეობა, ფასების კლება.ზრდა, ინფლაციის შემცირება ან მომატება მეათე ხარისხოვანია თუ ქვეყანა დაკარგავს იმ კეთილდღეობას, რასაც ევროპული ოჯახი, ევროპული მარკეტი და ევროპული სტანდარტი ჰქვია.
„ვერ გეტყვით როგორ შეიძლება დავრჩეთ ოკუპანტი ერის მეგობრები და იმ ერის მეგობრები, რომლებიც ყოველდღიურად საზღვრებს წევს და ყოველდღიურად გვარბევს.
ჩვენ ეკონომიკურად საკმაოდ მიბმული ვართ რუსეთზე იმპორტის და ექსპორტის კუთხით, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ სტაბილურობა იმ პარტნიორთან, რომელსაც რუსეთი ჰქვია არ არსებობს, ჩვენ არაერთი ისტორია გვახსოვს, როდესაც რუსეთმა ბიზნეს სექტორს მწარედ მოარტყა მუშტი და დიდი ზარალი აჩვენა.
როდესაც ჩვენ ვიყავით 9 ბიზნეს ასოციაცია შეხვედრაზე, იქ იყო რამდენიმე საერთაშორისო ბიზნესი, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუშლის ინვესტიციების შემოდინებას, რომელიც რამდენად მნიშვნელოვანია კარგად უნდა გვესმოდეს.“ – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ჭყონია ასევე აღნიშნავს, რომ ყველა სექტორის წარმომადგენელი, რომელიც გაერთიანებულია ასოციაციაში, იქნება ეს მწარმოებელი, იმპორტიორი თუ ლოკალური ბიზნესი, შეშფოთებულია ყველა იმ მოვლენით, რაც ბოლო პერიოდში ხდება. ჭყონია აღნიშნავს, რომ ბიზნესმენებს სჭირდებათ ქვეყანაში სტაბილურობა.
„როდიონოვის დროს რასაც აკეთებდნენ ნიჩბებით, იმავეს აკეთებენ ხელთ, განათლებული თაობა მხოლოდ და მხოლოდ ევროპას მოაქვს და ჩაიხედონ თავიანთ გულებში, ვინც უშუალოდ ამ კანონის ინიციატორია, მომხრე და ღილაკზე თითის დამჭერი.
რამდენს ჰყავს შვილი ევროპაში გაშვებული, მათი ოჯახის წევრებიც ევროპაში ცხოვრობენ და სწავლობენ.
ჩვენ არაერთი ბიზნესი ვნახეთ კანცელარიაში, რომლებიც შესაძლოა ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მოწონებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, არც ერთ მათგანს არ მოსწონს.
ვხედავთ აბსოლუტურად გულანთებულ ადამიანებს და აბსურდია, რომ მათ რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან მართული დავარქვათ. გუშინწინდელ აქციაზე როდესაც 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო არაერთი ოცნების მხარდამჭერი ვნახე, რომელიც აქტიურად აძლევდა ხმას მას 2020 წლამდე, შეშფოთებულები არიან, მათი შვილების თაობა სხვანაირად ხედავს ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ კანონს არ გაიხმობენ და ბოლომდე გაიტანენ. პუნქტობრივად რა უნდა ჩაამატონ, ან ამოიღონ არ ვიცი, შინაარსი არ იცვლება და ევროპული მომავლისკენ გზა გვეკეტება. საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან -დან და დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს და ყველაფერი არჩევნებზე გადაწყდება, იმ შემთხვევაში თუ ლეგიტიმურად ჩატარდა.“ – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ივა ჭყონია 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს გაჟღერებული მესიჯბოქსები შემაშფოთებელი იყო.
„ყველაფერი ფასს დაკარგავს ამ ქვეყანაში, თუ ვინმე ცდილობს, რომ მომავალი შექმნას და რამე გააკეთოს, აქ დარჩენა აღარავის აღარ უნდა, აღარავის აღარ გაუჩნდება სურვილი, რომ აქ დარჩეს დიქტატორულ რეჟიმს რუსეთიდან ხალხი ჩვენთან გამოურბის, თუ აქაც იგივეს ვაპირებთ, ვერ ვიტყვი ვერაფერს.
მაშინ როდესაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობით გამოვირჩევით და შეგვიძლია ვიქცეთ კორიდორად და გამოვიყენოთ ეს შანსი წარმოუდგენელია, რომ მოგვიწევდა ევროპული მომავლისთვის გზის ავლა და გაურკვეველი მიმართულებით წასვლა. ჩვენ შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ ეს შანსი და ყველასთვის ვიყოთ კარგი, მათ შორის გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი სიძლიერე დავანახოთ ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს და მასაც მეტი პატივისცემა ექნება, როდესაც ვიქნებით ნატოს ქვეშ და ევროკავშირის წევრი” – აღნიშნა ივა ჭყონიამ.