არაერთი ასეთი ფაქტი მომხდარა ბათუმის ეპარქიაში – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ მეუფე დიმიტრის დეკანოზი პატიმრობაში ყოფნის დროს არ მოუკითხავს.
სასამართლოში მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ჩემს ძმას საერთოდ არ იცნობდა ახლოს, როდესაც ჩაის დასალევად ჩემთან სახლში მოდიოდა, არერთხელ სუფრასთან ყოფილა, ჩემს რძალს და ჩემს ძმისშვილებს საჩუქრებს უგზავნიდა ორ-სამ თვეში ერთხელ, მე პირადად ვიცნობდი მას, პირადად ვუსხამდი ღვინოს და ასეთი ადამიანი ჩემს ძმაზე ამბობდა, რომ მას ახლოს არ იცნობდა, ესენი ამბობდნენ რითი დავხმარებოდით, კედელს ხომ არ გამოვანგრევდითო, ელემენტარული მოკითხვა იგულისხმა ჩემმა ძმამ გუშინ, ეს ადამიანები, რომლებიც გამოსულები იყვნენ დღეს და თავის მართლების პოზიციაში იყვნენ, ამათ დაავიწყდათ ელემენტარული ქრისტიანობა. არ მინდოდა მეუფე დიმიტრიზე და იმ მამაოზე, რომელიც ღელავდა, იმიტომ, რომ დავალებული იყო – თუ არ შეასრულებდა საშემოსავლო ეკლესიიდან გაუშვებდნენ სოფლად. არაერთი ფაქტი მომხდარა ს ეპარქიაში, ვინც წინააღმდეგ წავიდა მეუფე დიმიტრის მოაშორეს ე.წ. საშემოსავლო, ფინანსურად ძლიერ ეკლესიებს, ამიტომ რასაც დაავალებენ იმას შეასრულებენ, მაგათ მონობა მორჩილება ჰგონიათ, ქრისტიანობა დაავიწყდათ,“ – ამბობს თორნიკე მამალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ