არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია – „სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდა“

რაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული გზის შეკეთების 2 დეკემბერს დაწყებული სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა. მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, (თბილისი-სენაკის მიმართულება), მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”