არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი), დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა.
მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება.
სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, გზაზე დაწესდება მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით:
ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.
ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი