არაბულ კლუბებს ფრანკ-ზამბო ანგისას შეძენა სურთ

არაბულ კლუბებს “ნაპოლის” ნახევარმცველის ფრანკ-ზამბო ანგისას შეძენა სურთ, ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
კამერუნელს “პარტენოპეისთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, წყაროს ცნობით კი 28 წლის ნახევარმცველი დარწმუნებული არაა, რომ კარიერის გაგრძელება კვლავ “ნაპოლიში” სურს.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანგისას ამ ზაფხულს გასხვისებას.