არაბული მედია: ისრაელის იერიშებს „ჰეზბოლას“ მომავალი ლიდერი ემსხვერპლა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ს თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) საჰაერო იერიშებს დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჰაშემ საფი ად-დინი ემსხვერპლა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საფი ად-დინი ისრაელის არმიის ავიადარტყმებს პარასკევს ემსხვერპლა. მასთან ერთად „ჰეზბოლას“ რამდენიმე მაღალჩინოსანი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრებიც დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ საფი ად-დინი არის 27 სექტემბერს „ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის ჰასან ნასრალას ბიძაშვილი. რამდენიმე დღის წინ დაჯგუფებამ ის ახალ გენერალურ მდივნად აირჩია. საფი ად-დინი „ჰეზბოლაში“ მეორე პირად ითვლებოდა. დაჯგუფების ახალი ლიდერის არჩევის შესახებ ოფიციალურად განცხადება არ გავრცელებულა.