არაბული კლუბები პოლიტიკას ცვლიან – რას უნდა ველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე?

გასულ ზაფხულს, საუდის არაბეთის ჩემპიონატში უამრავი ვარსკვლავი გადაბარგდა, ცხადია, ეს ყველაფერი 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კრიშტიანო რონალდოს გადასვლით დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ არაბულ კლუბებს ზაფხულში 8 ლეგიონერის ნაცვლად, 10-ის დარეგისტრირებას შეძლებენ.
Daily Mail-ის ცნობით, პროლიგის გუნდები აქცენტის გაკეთებას ევროპული გუნდების აკადემიის წამყვან ფეხბურთელებზე გეგმავენ.
შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაბულმა კლუბებმა ჯამში 957 მილიონი დოლარი დახარჯეს.