არაბიძის შედევრი გოლები – კაცნაკლულმა “ტორპედომ” “კოლხეთს” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა.
სტუმრებმა მასპინძელთა სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თამაში გათანაბრდა და როდესაც თითქოს მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა არაბიძემ მეკარე რიაბენკოს თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა. თუმცა მალე ფირანაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კლიმოვმა ფოთელები დააწინაურა.
მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები იყვნენ, „ტორპედომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს შეუტია და რიაბენკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სწრაფი კონტრშეტევისას მელქაძემ ოდნავ ააცილა
კლიაიჩის კარს ბურთი. ქუთაისელები შტურმზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს – არაბიძის დარტყმული ბურთი რიაბენკომ მოიგერია, ხოლო დამატებაზე შერგელაშვილმა ყველას დაასწრო. 79-ე წუთზე არაბიძემ ისევ შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ბოლოს კვირკველიას შეგირდებმა იერიშის იერიშზე მიტანა დაიწყეს, კლიმოვს კლიაიჩმა არ გაატანინა და “ტორპედომ” გაიმარჯვა.
„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 7 აპრილს „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 8 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 6 აპრილს „იბერია 1999“-ს ქობულეთში უმასპინძლებს.
ტორპედო – კოლხეთი 3:2
გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45+2), 2:2 შერგელაშვილი 69), 3:2 არაბიძე (79)
გაძევება: ნადარაია (35, ტორპედო)