უკვე კარგა ხანია გიორგი არაბიძე “ტორპედოში” კარგი თამაშითა და მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, ხოლო გულშემატკივრები მის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას მოითხოვენ. 6 მარტს ქუთაისური გუნდი ეროვნული ლიგის მეორე ტურში “იბერია 1999”-ს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი თავად არაბიძემ გააკეთა:
“პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.
ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ.
მომზადებულია “ტორპედოს” “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით