არაბიკა ბრაზილიიდან მიწოდების შესაძლო შემცირებაზე შეშფოთების გამო ძვირდება

არაბიკას ყავის ფასმა სამშაბათს ბოლო ორი თვის მაქსიმუმამდე მოიმატა შეშფოთების გამო, რომ ბრაზილიაში ცივმა ამინდმა შესაძლოა მსოფლიოში ყავის უდიდესი მწარმოებლის მიერ მიწოდების შეზღუდვა გამოიწვიოს.
ნიუ-იორკში ვაჭრობისას არაბიკას დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 2.6%-ით გაიზარდა და ფუნტზე 3.45 დოლარს მიაღწია.
„მოვაჭრეები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან, რომ ბრაზილიაში ყავის წლევანდელი მოსავალი არასასურველი ამინდის პირობების გამო მოსალოდნელზე ნაკლები იქნება“, – განაცხადა „McDougall Global View“-ს წარმომადგენელმა მაიკლ მაკდუგალმა.
ვრცლად interfax – ზე